top of page
Search

საქმიან ქალთა გაერთიანება ინდოელ ქალთა ქსელის პარტნიორია (IWN)

2017


„ინდოელ ქალთა ქსელი“ - ექსკლუზიური პლატფორმა პროფესიონალ ქალთათვის 2013 წელს ინდური ინდუსტრიის კონფედერაციის CII დახმარებით დაარსდა.

დღევანდელი ბიზნესის მოთხოვნებია არა მხოლოდ ღრმა კომპეტენტურობა, არამედ მუდმივი და საყოველთაო სწავლება. ასევე მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული მოდელების ადაპტირება და პროდუქციის მიწოდება შიდა ბაზარზე გლობალური სტანდარტების დაცვით.

IWN ხელს უწყობს ქალებს გახდნენ უკეთესი პროფესიონალები და მიაღწიონ წარმატებას. ორგანიზაციის მოღვაწეობა და ინიციატივები ეფუძნება 3 მთავარ პრინციპს:



  • სწავლა და განვითარება

  • პოლიტიკა და დაცვა

  • ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წახალისება

IWN არის მოაზროვნე პროფესიონალ ქალთა პლათფორმა, რომელიც ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, განვითარებასა და გამოწვევების გადალახვას.

„საქმიან ქალთა გაერთიანების" გუნდი ძალიან მოხარულია „ინდოელ ქალთა ქსელის“ პარტნიორობით. ჩვენ გვჯერა, რომ საშუალება მოგვეცემა ერთად მრავალი წარმატებული პროექტი განვახორციელოთ.


 
 
 

コメント


Ჩვენ შესახებ

ჩვენს მთავარ მიზანს საქმიანი ქალების მხარდაჭერა, მათი წახალისება და მოტივაციის მიცემა წარმოადგენს, რათა მარტივად 

გაუმკლავდნენ ბიზნეს გამოწვევებს და გახადონ წარმატების მიღწევის პროცესი ბევრად უფრო სახალისო და საინტერესო.

კონტაქტი

ტელეფონი: 555003004
ფოსტა: info@bpwgeorgia.com

მისამართი: დ. უზნაძის ქ. 72, თბილისი, საქართველო, 0102

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

© 2021 by BPW Georgia

bottom of page