top of page

სთორითელინგის 3 ხერხი, რომელიც მოანდომებს მომხმარებელს თქვენს ბიზნესში ჩაერთოს


წყარო: Forbes

ავტორი: Catherine Nikkel

"სთორითელინგი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეთოდია, რისი მეშვეობითაც აუდიტორიის ყურადღების მიქცევა მარტივად შეგიძლიათ. თუ ფიქრობთ, რომ ერთი დიდი, ეგზოტიკური თავგადასავლის ან საინტერესო ამბის მოყოლა გჭირდებათ, თქვენი მოსაზრება მცდარია. სინამდვილეში გჭირდებათ ამბავი, რომელსაც თქვენი მომხმარებლები დაეყრდნობიან", ამბობს კონტენტ კრეატორი კეტრინ ნიკელი, Mindful Media-ს დამფუძნებელი.


კეტრინის თქმით სთორითელინგის ძალა შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი და სამუდამოა. "მათი დამახსოვრება ფაქტებზე მინიმუმ 22-ჯერ უკეთაა შესაძლებელი. ესეც რომ არ იყოს, თანდაყოლილი ამბავი უადვილებს თქვენს აუდიტორიას საკუთარი თავის დანახვას თქვენს სიტყვებში. ნიკელის დახმარებით აღმასრულებელმა დირექტორიებმა, ენტერპრენერებმა და გავლენიანმა კომპანიებმა მოგება გაასამმაგა, გაზარდეს თავიანთი ჩართულობა სოციალურ მედიაში - ძალიან მარტივი შესწორებების შეტანით: თუ როგორ წერონ თავიანთი პირადი ამბები ონლაინ." Ნიკელი გვირჩევს, სანამ გამოქვეყნების ღილაკს დააკლიკებთ ინსტაგრამ, ფეისბუქ გვერდებზე ან ბლოგზე, შეიტანეთ ეს სამი მარტივი ცვლილება, რომელსაც ის გთავაზობთ.

შეცვალეთ “მე” “ჩვენით”

ავტორის თქმით, მცნება “მე” სთორითელინგში ერთპიროვნული გმირობის ასოციაციას იწვევს, გმირად ყოფნა სთორითელინგში კი მიჩნეულია როგორც ეგოზე ორიენტირებული ამბავი, რომელიც ერთი ინდივიდის მიერ გადახდენილ ისტორის გვიყვება, რომელიც დამოუკიდებლად მოპოვებული გამარჯვებით სრულდება. რასაც სიტყვა “ჩვენ”-ზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.

Მრავლობით რიცხვში ამბის მოთხრობა ბრენდს ლიდერად წარმოაჩენს, ლიდერად რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო, ბრენდი, რომელიც აუდიტორიის მეგზურია ყველა საფეხურზე. და რადგან თქვენს მომხმარებელს ნაკლებად აინტერესებს რაც თქვენ ასე დიდებულს გხდით, და უფრო მეტად აინტერესებს რა მნიშვნელობა აქვს თქვენს ამბავს მათთვის, დაიწყეთ ამბის მოყოლა გუნდური გამარჯვების ისტორიით. გარდა გუნდურობის წინა პლანზე წარმოჩენის დადებითი მხარეებისა, მეგზურად ყოფნა თქვენს მომხმარებელს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინმებს და ეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების ვიზუალიზირებაში.

სამწუხაროდ, უამრავი ენტრეპრენერი უშვებს იმ ფუნდამენტურ შეცდომას, სადაც ორიენტირებულობას გმირობაზე აკეთებს, სტერეოტიპული მითის "გმირის მოგზაურობის“ პრინციპის შესახებ გაგონილი ამბები, თითქოს ერთპიროვნული ლიდერის გმირად წარმოჩენა მამოტივირებელი და ინსპირაციულია, უბრალოდ მცდარ შეხედულებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. "გმირის მოგზაურობის სთორითელინგს ნამდვილად შეუძლია შექმნას შესანიშნავი ფილმის სიუჟეტი ან, შთამაგონებელი ისტორია თქვენი ვებსაიტის ინტერფეისის იდეაზე, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ თქვენს მომხმარებლებს სოციალურ მედიაში მეგზურის ხილვა სურთ, განმარტავს ავტორი, მეგზურის რომელიც მათ ყველა სირთულის გადალახვაში ეხმარება.

მარტივი ცვლა "მე“-დან "ჩვენ“-ზე ეხმარება თქვენს პოტენციურ მომხმარებლებს თავი იგრძნონ არა მხოლოდ დამკვირვებლად და გაეცნონ ამბავს თუ როგორ აღწევს ერთეული პირი წარმატებას, არამედ მოახდინონ საკუთარი თავის იმიტირება თქვენს ამბავში, რა როლს მოირგებდა და რა წვლილს შეიტანდა გუნდში გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე.

თუ ოდესმე გაჟღერებულა ფრაზები, როგორიცაა: “1 კვირაში უამრავ საქმეს მოვაბი თავი”, ან “ჩემი დამსახურებით გაყიდვები გაორმაგდა”, დროა მიდგომა შეცვალოთ.

შეცვალეთ ეს სტრიქონები ისეთი ფრაზებით, როგორიცაა: “ერთად მუშაობით 1 კვირის ვადაში საოცარ შედეგებს მივაღწიეთ” და “გუნდური მუშაობით ჩვენი გაყიდვები გაორმაგდა”.


პატარა ცვლილებებს ხშირად დიდ შედეგებამდე მივყავართ.

განეწყვეთ ემპათიით და არა სიმპათიით

უბრალო სიმპათიით განწყობა ადამიანის მიმართ - სინანულის გრძნობასთან, ემპათიურობა კი - თანაგრძნობასთან, ვინმეს გაგების უნართან ასოცირდება. თანამშრომლების მიმართ სიმპათიით განწყობამ შეიძლება კორპორატიულ წვეულებაზე კეთილი სურვილებით სავსე გარემო შეგიქმნათ, მაგრამ ის არასოდეს იქნება მყარი კავშირის გარანტი. Როგორც ავტორი ამბობს, "ემპათია ნამდვილი და ხანგრძლივი კავშირის საფუძველია”, და კიდევ უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, არავის სურს ლიდერი, რომელიც მათ მიმართ სინანულს ან მხოლოდ სიმპათიას განიცდის, აუდიტორიას სჭირდება ლიდერი, რომელიც მათთან ერთად განიცდის.

იმისათვის რომ თქვენს სამიზნე აუდიტორიაში ემპათიურობა შემოიტანოთ, პირველ რიგში საჭიროა კარგად გესმოდეთ მომხმარებლის, როგორც კი განსაზღვრავთ სამიზნე აუდიტორიის შიშებს, პრობლემებს, დაბრკოლებებსა და იმედგაცრუებებს, შეძლებთ მარტივად დაადგინოთ, თუ რაზე იქნებიან ემპათიურები და რა გამოიწვევს მათში თქვენს მიმართ ნდობას. Შემდეგი ნაბიჯი უკვე თქვენს იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებთ მოყვეთ საინტერესო ამბავი თქვენი ბრენდის შესახებ, სადაც ემპათიურ სიტუაციაში იდეალურ გამოსავალს სთავაზობთ.

სწორედ აქ იქმნება კვეთა სთორითელინგსა და პროდუქტში, რომელსაც თქვენ ყიდით.

დაიწყეთ კულმინაციით

გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, პირველ ფრაზას, იქნება ეს ვებსაიტის დასახელება, სლოგანი თუ სტატიის ჰედლაინი, ძალიან მოკლე ვადებში შეუძლია დიდი დაინტერესება გამოიწვიოს ან უბრალოდ გააქროს თქვენი არსებობა მომხმარებლის მეხსიერებიდან. "დაიწყეთ ისტორიის მოყოლა კულმინაციით, სუსტი წერტილიდან ან დასასრულიდან, შექმენით სარეზერვო ასლებად ისტორიის სხვადასხვა ფრაგმენტები და მხოლოდ შემდეგ გააზიარეთ დეტალები. წინააღმდეგობა გაუწიეთ თქვენი ამბის უმაღლეს წერტილამდე ამაღლების სურვილს. დაიწყეთ აფეთქებით, თუ გსურთ დაინტერესების გაზრდა." - გვირჩევს ავტორი.

"როდესაც საკუთარი ისტორიის მოყოლას ვიწყებ, ხშირად ვიწყებ წინადადებით, როგორიცაა: "წელს ქვემოთ პარალიზებული ვიყავი..." ან "ყველაფრისგან დასვენებას ვაპირებ...", ვიწვევ რა პუბლიკის ცნობისმოყვარეობას, მაშინვე ვიწყებ ისტორიის შინაარსის მოყოლას" - განმარტავს ნიკელი, რომელსაც ხერხემლის დაზიანების 7 წლიანი პაუზის შემდეგ ახლიდან მოუწია სიარულის სწავლა.

ფაქტია, რომ ძლიერ ამბავს მკითხველი ერთი წინადადებიდან მეორეზე ავტომატურად გადაჰყავს.


ავტორის რჩევა:


არასოდეს შეცვალოთ თქვენი კონტენტი, რადგან მომხმარებელთან ურთიერთობის ძირითადი საფუძველი ნდობაა, იმედს ნუ გაუცრუებთ და თქვენი დამაინტრიგებელი თუ საინტერესო ჰედლაინის ხილვის შემდეგ განსხვავებულ ან სუსტ კონტენტს ნუ დაახვედრებთ. ნუ გაუშვებთ იმ ოქროს შანსს ხელიდან, რომელსაც აუდიტორიის ინტერესი ეწოდება, ეცადეთ ყოველთვის გაამართლოთ მათი მოლოდინები, რადგან არავის სურს თავი მოტყუებულად ან იმედგაცრუებულად იგრძნოს, თქვენი ამბავი პირდაპირ უნდა პასუხობდეს თქვენს ქმედებებს, დაპირებები კი აუცილებლად უნდა სრულდებოდეს.


86 views0 comments

Comments


bottom of page