top of page

ქალები ბიზნესში - მეტი შესაძლებლობები

2017


„ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა“ (EBRD) საქმიან ქალთა გაერთიანებასთან” ერთად ამა წლის 6 დეკემბერს, ბათუმში უმასპინძლა ღონისძიებას „ქალები ბიზნესში - მეტი შესაძლებლობები“, რომელსაც 100-ზე მეტი მეწარმე ქალბატონი დაესწრო იმერეთიდან, სამეგრელოდან და აჭარიდან. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ინფორმაციის მიწოდება ბიზნესის განვითარების, ახალი გამოწვევების და მეწარმეთა საჭიროებების შესახებ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც დამწყები, ასევე მოქმედი საქმიანი ქალბატონები, რომლებმაც ისაუბრეს ბიზნესის დაფინანსების, ლიდერობის, ეფექტური კომუნიკაციის და წარმატებულ ქალთა მეწარმეობის საკითხებზე. ღონისძიების პარალელურად მოეწყო მონაწილე ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „საქმიან ქალთა გაერთიანებას“ და „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციას“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ორმხრივი თანამშრომლობა ორგანიზაციებს შორის წარმატების მომტანი იქნება ორგანიზაციების წევრთათვის.

30 views0 comments
bottom of page