ბორდის წევრები
პრეზიდენტი
ეკატერინე მაისურაძე
ქ. ნ ეკატერინე მაისურაძეს დიდი გამოცდილება აქვს, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწეობისა. ორგანიზაციის პრეზიდენტი, არის მაგალითი იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც გამოწვევად მიაჩნიათ ოჯახის და ბიზნეს სფეროში ერთობლივი წარმატების მიღწევა.
ქ. ნ ეკატერინე მაისურაძე იყო საერთაშორისო საგანმანათლებლო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დღეს კი წარმატებული ქალბატონია ბიზნეს სექტორში. მას წვლილი შეაქვს საგანმანათლებლო, სამედიცინო და ტურიზმის სფეროს განვითარებაში. ორგანიზაციის პრეზიდენტი წლების განმავლობაში თანადგომას უცხადებს და აძლიერებს ქალთა ორგანიზაციებს.
ვიცე პრეზიდენტი
მაკო აბაშიძე
საზოგადოებისთვის ცნობილი ხელოვანი მშობლების წყალობით, მისი ცხოვრება მუდმივად უკავშირდებოდა მოგზაურობას. ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სტოკჰოლმში, ტოკიოში და ა. შ.
ქ. ნ მაკო 20 წელზე მეტია დიდ-ბრიტანეთში მოღვაწეობს. ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე, წამყვან კომპანიებში. ის საკმაოდ ცნობადი სახეა, როგორც დიდი-ბრიტანეთის, ასევე ქართულ ბიზნეს წრეებში.
დღეს BPW Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტი ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის თანადამფუძნებელი და დირექტორია. წარმატებული ბიზნეს საქმიანობის პარალელურად, მაკოს ჰყავს ოჯახი და 3 შვილი.
ვიცე პრეზიდენტი
ნონა მამულაშვილი
ქ. ნ ნონას განათლება მიღებული აქვს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში. არის ბაკალავრის დიპლომის მფლობელი ბიზნესის ადმინისტრირების დარგში (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი), მაგისტრის ხარისხი კი მოპოვებული აქვს დიპლომატიაში ვესტმინისტერის უნივერსიტეტში (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო), მეორე მაგისტრის აკადემიური ხარისხი არაბული და ისლამური ცივილიზაციების განხრით სორბონის უნივერსიტეტში მოიპოვა (პარიზი, საფრანგეთი). დოქტორის ხარისხი კი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სორბონის/ჰარვარდის უნივერსიტეტში (საფრანგეთი/ა.შ.შ) აქვს მიღებული.
დღეს ქ. ნ ნონა კორპორატიული ურთიერთობების მენეჯერია „ფილიპ მორის საქართველოში“. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა, როგორც რეგიონალურ ბაზრებზე წვდომის მენეჯერი კომპანია Pfizer-ში, British American Tobacco Georgia-ში როგორც კავკასიის რეგიონის კორპორატიული ურთიერთობების მენეჯერი და სხვა. ქ. ნ ნონას ასევე აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, იკავებდა უფროსი მრჩევლის პოზიციას პრეზიდენტის აპარატში, მოგვიანებით კი გახლდათ პოლიტიკური ანალიტიკოსი საგარეო საქმეთა სამინისტროში. დღეს ქ. ნ ნონა მამულაშვილი არის ასოცირებული პროფესორი და პარალელურად ასწავლის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
Board Member
Pooja Backliwal
Pooja Backliwal სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნოლოგიების საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის პრეზიდენტი, წამყვანი მრავალპროფილიანი საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი და კომპანია "Pooja Backliwal"-ის დამფუძნებელია.
Pooja Backliwal ამავდროულად გამოცემა Career Ahead-ის აღმასრულებელი რედაქტორი და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორია, რომლის მთავარი იდეა ახალგაზრდების გაძლიერებას და განვითარებას ემსახურება, ამზადებს მათ მომავლისთვის, როგორც ბიზნეს ლიდერებად, ასევე მეწარმეებად და ინოვატორებად.
ბორდის საპატიო წევრი
ლარისა მილერი
ლარისა მილერმა დაამთავრა პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი Rutgers უნივერსიტეტი ნიუ ჯერსიში, ა.შ.შ. ამ პერიოდში ლარისა მუშაობდა პენსილვანიაში სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, როგორც დირექტორის პირველი თანაშემწე ცხოველების ჯანმრთელობის და დიაგნოსტირების კომისიაში. ამის შემდეგ ქ. ნ მილერმა გააგრძელა მუშაობა სამთავრობო სექტორში.
ბოლო რამდენიმე წელია, ის იკავებს კომპანია „აქციონერთა და გლობალური მდგრადი განვითარების ჯგუფური კომუნიკაციების ალიანსის“ დირექტორის პოზიციას. ამ ორგანიზაციის ძირითადი ფოკუსს წარმოადგენს ინვესტიციების დაგეგმვა და განხორციელება საკვების უსაფრთხოების და ნარჩენების გადამუშავების სექტორში. ლარისა ასევე არის დირექტორი ორგანიზაციისა რომლის ძირითადად ფოკუსს წარმოადგენს დაადგინოს და სწორედ გამოიყენოს მდგრადობის გავლენაზე ახალგაზრდობის სიღარიბესთან ბრძოლის საკითხზე. ლარისა მილერი დღეს Vela ინვესტმენტის CSR უფროსია, ასევე უფროსი ოპერაციების მენეჯერი.
ბორდის წევრი
ქეთი გორგილაძე
ქეთი გორგილაძე უკვე მრავალი წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს ესპანეთში. არის „ესპანურ-ქართული სავაჭრო პალატის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. „ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ხიდი საქართველოსა და ესპანეთს შორის, როგორც კულტურის, სპორტის, განათლების, ასევე ბიზნესის და პოლიტიკის მიმართულებით.“ მისი ინიციატივით 2006 წელს დაფუძნდა ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი „იბერია“, რომელიც ეხმარება ქართულ და ესპანურ კომპანიებს თანამშრომლობის დამყარებაში. „იბერიის“ ეგიდით ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები და აქტივობები ორ ქვეყანას შორის.
ქ. ნ ქეთი აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო სფეროშიც. ის არის საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენელი ესპანეთში და პირიქით. ეხმარები ორივე მხარეს როგორც გაცვლითი პროგრამების შემუშავებაში, ასევე მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელებაში. საქართველოში როგორც ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრის „იბერიის“ დამფუძნებელი, მუშაობს რამდენიმე უნივერსიტეტის ბაზაზე და ხელს უწყობს ესპანური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ესპანელი მასწავლებლებისა თუ სტუდენტების დახმარებით. პარალელურად ქ. ნ ქეთი არის „ესპანურ-ქართული კვლევისა და ინოვაციის ცენტრის“ (RIBS) ერთ-ერთი დამფუძნებელი, სადაც ის იკავებს დირექტორის პოზიციას. ქეთი არის მადრიდის საქმიან ქალთა ასოციაციის (ASEME) წევრი.
ბორდის წევრი
ქეთევან ბოჭორიშვილი
„ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე. აქვს 17 წლიანი გამოცდილება მენეჯმენტში, მათ შორის შვიდი წელი საქართველოს საჯარო სექტორში აღმასრულებელ პოზიციაზე. აღსანიშნავია მისი წარმატებული მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დემოკრატიული გზით არჩეული ორი მთავრობის სხვადასხვა ხელმძღვანელობის პერიოდში. მნიშვნელოვანია მისი წვლილი ეკონომიკის განვითარებაში, კერძოდ: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, მცირე და საშუალო ბიზნესის, ექსპორტის, ტურიზმის განვითარებაში, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სარეკლამო კამპანიების გზით.
ქ. ნ ქეთევანმა მიიღო მაგისტრის ხარისხი საჯარო მენეჯმენტში ბოკონის მენეჯმენტის სკოლაში (მილანი, იტალია). ხოლო ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო კონფლიქტების გადაჭრის სფეროში, მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. საერთაშორისო გამოცდილების მოპოვებაში და სამეწარმეო უნარების განვითარებაში ქ. ნ ქეთევანს დაეხმარა სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა ისეთ წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში როგორებიცაა: ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი (ა.შ.შ), იაკოკკას ინსიტუტი(ა.შ.შ) და კარლის უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა).
ბორდის წევრი
თეა პაპიაშვილი
ქ. ნ თეა ქართულ-ფრანგული მეგობრობის კლუბის თანადამფუძნებელია. ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ეკონომიკურ, კულტურულ-ისტორიულ და სოციალურ აქტივობებში. მისი ქარიზმა უმაღლებს ქალბატონებს მოტივაციას და ეხმარება მიაღწიონ დასახულ მიზნებს.
როგორც საერთაშორისო ფესტივალის Sacres Da Folklore ორგანიზატორი, ქ. ნ თეა Reims-ში მასპინძლობს 400-მდე ხელოვანს მთელი მსოფლიოდან. ღონისძიების მთავარი მიზანი, ქველმოქმედებაა. ფესტივალი, მათი საჭიროებიდან გამომდინარე, ეხმარება ათასობით ადამიანს მთელი მსოფლიოდან. ის ასევე წმინდა ანდრეს კლინიკის ბორდის წარმომადგენელია, საფრანგეთში. პარალელურად კი დაკავებულია იმ სტუდენტების დახმარებით, რომლებსაც სურთ იყვნენ საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციის წევრები.
ბორდის წევრი
მარიკა გოგიტიძე
ქ. ნ მარიკა 25 წელზე მეტია ბიზნეს სექტორში მოღვაწეობს. ყველაფერი კი მისი მცირე ბიზნესით დაიწყო, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ დიდ სირთულეებთან ასოცირდებოდა ორგანიზაციის დაფუძნება, ქალების ჩართულობა ბიზნესში, კი საკმაოდ დაბალი იყო. მისი ორგანიზაცია თანამშრომლობდა შ. პ. ს ,,ეტალონ-ჟენევასთან’’. დღეს ქ. ნ მარიკა კომპანია ,,ჩერის’’ დამფუძნებელი და მფლობელია. ის აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში, ამის გამო მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრისგან მადლობის წერილი.
ქ.ნ მარიკა გოგიტიძე დღეს წარმატებული დამსაქმებელი და მისაბაძი მაგალითია მრავალი საქმიანი ქალისთვის. მისი აზრით: ,,ჯერ უნდა გააკეთო ის, რაც აუცილებელია, შემდეგ კი ის, რაც შესაძლებელია და ასე ნელ-ნელა ისწავლი შეუძლებელის კეთებას, შეუძლებელი კი არაფერია’’.
ბორდის წევრი
ნათია ჯავახიშვილი
სავაჭრო და სამრეწველო პალატა საფრანგეთი-საქართველოს გენერალური დირექტორი, ქ-ნ ნათია ჯავახიშვილი ახორციელებს მის საქმიანობას პალატის იმ ძირითადი მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, როგორიცაა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება. ქ-ნ ნათია, როგორც "საზღვარგარეთ საფრანგეთის მოქალაქეთა კავშირის ბორდის და ასევე კავკასიის ფრანგული სკოლის მმართველი კომიტეტის წევრი, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში, რაც ემსახურება ქართული და ფრანგული ბიზნეს საზოგადოების პროფესიული ქსელის განვითარებას.
განათლება მიღებული აქვს პარიზის სორბონის უნივერსიტეტში, სადაც მას მიენიჭა ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი ევროკავშირის ინსტიტუციების შესწავლის ფაკულტეტზე, სპეცილობით ევროპა-ამერიკა. ასევე გავლილი აქვს საერთშორისო კერძო სამართლის სპეციალური კურსი პარიზის პანთეონ-ასასის უნივერსიტეტში.
ბორდის წევრი
ირინა მჭედლიძე
„საქმიან ქალთა გაერთიანების" ბორდის წევრი ირინა მჭედლიძე 20 წელზე მეტია ბიზნეს სექტორში მოღვაწეობს. ქალბატონმა ირინამ დაამთავრა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, ჩინური ენის (სინოლოგიის) ფაკულტეტი, რამაც ხელი შეუწყო მის ბიზნეს საქმიანობას საქართველოში. მის სახელს უკავშირდება ქართული, ევროპული, ჩინური და აზიური რესტორნების ქსელის შექმნა, რომლებსაც წარმატებით ხელმძღვანელობდა მრავალი წლის მანძილზე.
ქალბატონი ირინა დღეს უკვე წარმატებული ქალბატონია ბიზნესში, ის რამდენიმე კომპანიის მფლობელი და თანადამფუძნებელია. მათ შორის - „საერთაშორისო ინოვაციური ტექნოლოგიები“, ა(ა)იპ „რგა“ (რეგიონების კულტურულ - საგანმანათლებლო და ბიზნეს განვითარების ასოციაცია) და „უნიკა გრუპი“, რომელიც ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვასა და გაძლიერებას.
"3D Coaching Basic" პროგრამაში ჩართულობის შედეგად, რომელიც ევროპის მწვრთნელთა ფედერაციის მიერ ჩატარდა, ქალბატონმა ირინა მჭედლიძემ განივითარა B Coach კომპეტენცია.
ბორდის წევრი
მაგდა ქაჯაია
მაგდა ქაჯაია არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Terramia Consulting-ის დამფუძნებელი და დირექტორი. მისი კომპანია კარგი რეპუტაციით სარგებლობს პროფესიონალური და საინვესტიციო ბიზნეს გეგმებითა და, ასევე, საკონსულტაციო მომსახურების გაწევით. კომპანიის პორტფელი მოიცავს 25-ზე მეტ წარმატებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაფინანსდა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ.
ქალბატონმა მაგდამ დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით და საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი მაგისტრის ხარისხით. მან შეისწავლა თავისი პროფესიული ინგლისური ენა
ბოსტონში, MA.
მაგდა ქაჯაიამ ბიზნეს საკონსულტაციო კარიერა დაიწყო მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტით CERMA, რომელიც უზრუნველყოფდა რესტრუქტურიზაციის სერვისების მიწოდებას მსხვილი საწარმოებისთვის საქართველოში. ის იყო პროექტების მენეჯერი USDA-სა და აშშ-ს საელჩოს სავაჭრო და საინვესტიციო მისიებში 2006-2007 წლებში. მან მნიშვნელოვანი ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება გაუწია 20-ზე მეტ ამერიკელ ინვესტორს საქართველოში.
თავისი მნიშვნელოვანი კარიერის განმავლობაში ის იყო ევროკავშირის ეროვნული ექსპერტი პროფესიულ განათლებაში და ამერიკული ინვესტორი კომპანია SJS USA-ის დირექტორი 10 წლის განმავლობაში.